სტამბოლის არჩევნები

სტამბოლში ადგილობრივი არჩევნები ხელახლა იმართება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

23 ივნისს სტამბოლში ადგილობრივი არჩევნები ხელახლა იმართება. სტამბოლში საარჩევნო უბნები თურქეთის დროით დილის 8 საათზე გაიხსნა. არჩევნებზე 10.56 მილიონი მოქალაქე არის დარეგისტრირებული. 

სტამბოლში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ყოფილი პრემიერმინისტრი და პარლამენტის სპიკერი ბინალი ილდირიმი არის, რომელსაც პრეზიდენტი და სახელმწიფო მედია აქტიურად უჭერს მხარს. 31 მარტს ილდირიმი რესპუბლიკური სახალხო პარტიის კანდიდატ ემრეკ იმამოღლუსთან დამარცხდა - ილდირიმა 48.55%, ხოლო იმამოღლუმ 48.8% მიიღო.

23 ივნისის არჩევნებში აღნიშნული კანდიდატები ხელახლა იყრიან კენჭს გამარჯვებისთვის.

"სასაცილოა, რომ არჩევნები ხელახლა იმართება. მათ არჩევნები სამართლიანად მოიგეს. ნათელია, ვინ გააუქმა შედეგები და ვიმედოვნებ, ხელახალი არჩევნები მათთვის დიდი გაკვეთილი იქნება," - აღნიშნა თურქეთის ერთერთმა მოქალაქემ ასიმ სოლაკმა, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციის კანდიდატს აძლევდა ხმას. 

ხმის მიცემა 17:00 საათზე დასრულდება, შედეგები კი საღამოს გახდება ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთში 31 მარტს მუნიციპალური არჩევნები გაიმართა, რომელიც აღიქმებოდა როგორც ერდოღანის მმართველობის რეფერენდუმი. მიუხედავად იმისა, რომ ედოღანის პარტიამ ქვეყნის მასშტაბით ხმათა 51% მოიპოვა, სეკულარისტმა თურქეთის სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა დედაქალაქ ანკარაში, იზმირში და ასევე სტამბოლში, სადაც ერდოღანი ერთ დროს მერი იყო, 14 000 ხმით გაიმარჯვა. 

ქალაქ სტამბოლში, სადაც 31 მარტს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტია დამარცხდა, საარჩევნო საბჭომ არჩევნების შედეგები გააუქმა და ხელახალი არჩევნები 23 ივნისს დანიშნა.

ევროკავშირის ქვეყნებმა მწვავედ გააკრიტიკეს თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ხელახლა ჩაატარონ სტამბოლის მერის არჩევნები მას შემდეგ, რაც არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები