საქართველო-რუსეთი

ღურწკაია: მომიტინგეებს და მოსახლეობას შორის დიდი განსხვავებაა, ბოდიში მართლმადიდებელ ძმებს

0 კომენტარი
ვლადიმერ პუტინი და დიანა ღურწკაია ფოტო: RIA

რუსეთში მოღვაწე მომღერალი დიანა ღურწკაია რუსულ მედიასთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ღურწკაია ბოდიშს უხდის მართლმადიდებელ ძმებს და მას ჰგონია, რომ მომიტინგეები მოსახლეობის დიდი ნაწილისგან განსხვავდებიან.

"დღეს მე დავბრუნდი საქართველოდან, სადაც მამაჩემი ვნახე. მინდა ვთქვა, რომ მომიტინგეებსა და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შორის კოლოსალური განსხვავებაა," - აღნიშნა რუსეთში მოღვაწე მომღერალმა ღურწკაიამ.

რუსული მედია გვამცნობს, რომ ღურწკაიას თქმით, სტუმართმოყვარეობა ქართული საზოგადოების ერთ-ერთი საფუძველია და "სტუმრის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა სირცხვილია" - "ქუჩაში ჩემთან ადამიანი მოვიდა, რომელიც უნივერსიტეტის ლექტორი აღმოჩნდა, მან თქვა, რომ თუ ხელისუფლებას არ აქვს გაგება და ტაქტიკა, მას სურდა ბოდიშის მოხდა. როგორც ქართველი, მე ვუერთდები მის სიტყვებს და ბოდიშს ვუხდი ყველა მართლმადიდებელ ძმას და დას, რომელთა ღონისძიებაც ჩაიშალა".

რუსეთში მოღვაწე ღურწკაია მიიჩნევს, რომ რუსეთში "სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის ადამიანები ყოველთვის დაცულნი იყვნენ. ყველა ადამიანს, ვისაც კეთილი ნება გააჩნდა, საკუთარი ტალანტისა და შესაძლებლობების გამოვლენა ყოველთვის შეეძლო".

ღურწკაია ასევე ფიქრობს, რომ მართლმადიდებელი "მოძმე ერების" გაყოფა პოლიტიკას არ შეუძლია.

"ჩემი ვაჟი შერეული სისხლისაა, მასში ორი მართლმადიდებელი მოძმე ერი არის გაერთიანებული, რომლებიც თავიანთი რწმენისთვის ეწამენ და ამდენი გამოიარეს. ვიცი, რომ ამ ერების გაყოფას ვერანაირი პოლიტიკა შეძლებს", - დასძინა ღურწკაიამ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები