როსპოტრებნადზორი

როსპოტრებნადზორმა რუსეთში 8 ქართული კომპანიის ღვინის შეტანა აკრძალა

0 კომენტარი
ფოტო: agenda.ge

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა სააგენტომ (Роспотребнадзор) რუსეთში 8 ქართული კომპანიის ღვინის შეტანა აკრძალა. ესენია სს ბაგრატიონი 1882, შპს ბოლერო და კომპანია, შპს კახეთის ტრადიციული მეღვინეობა, შპს ბადაგონი, შპს ქართული ღვინის სახლი, შპს ქართული ღვინის კორპორაცია, ქართული ღვინო და ალკოჰოლური სასმელები და შპს ბატონი.

მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით აღმოაჩინეს, რომ უკანასკნელ წლებში ქართული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხი გაუარესდა.

სააგენტოში ამბობენ, რომ 2014-დან 2018-წლამდე პერიოდში 2.9-ჯერ გაიზარდა იმ ქართული ალკოჰოლური პროდუქციის რიცხვი, რომელიც მათ მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ამის გამო ისინი ქართულ პროდუქციაზე კონტროლის გამკაცრებას აპირებენ.

რუსული ფედერალური სამსახურების სტატისტიკის მიხედვით კი ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე 3-4 ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი განცხადება სააგენტომ გასულ წელსაც გააკეთა. როგორც მათ განაცხადეს უსაფრთხოების ანალიზმა გამოავლინა წარმოების ტექნოლოგიის დაირღვა და რომ არ არსებობს ამისი კონტროლის გზა როგორც მწარმოებლის, ისე საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, რის გამოც ხარისხის და უსაფრთხოების კონტროლის გაძლიერება დააანონსეს.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ექსპორტიორი ქვეყნის ათეულში კვლავ ლიდერობს, ექსპორტის წილი 12%-ს შეადგენს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები