საფესტივალო ტერიტორიის დარბევა ყაზბეგში

ყაზბეგში ადგილობრივმა მოსახლეობამ Mountain Set-ის საფესტივალო ტერიტორია დაარბია

0 კომენტარი
ფოტო: Facebook/ Naja Orashvili

ყაზბეგში ადგილობრივმა მოსახლეობამ Mountain Set: Kazbegi საფესტივალო ტერიტორია დაარბია. დამტვრეულია ინფრასტრუქტურა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობა) და 187-ე (ნივთის განადგურება ან დაზიანება) მუხლებით. მათივე თქმით, მიმდინარეობს პირთა გამოკითხვა და გამოძიებისთვის საჭირო სხვა ღონისძიებები. 

ინფორმაცია საფესტივალო ტერიტორიის დარბევის შესახებ თავდაპირველად კლუბ BASSIANI-ს დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა, გაავრცელა. 

"ამასობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ დაარბია Mountain Set: Kazbegi-ის საფესტივალო ტერიტორია, დაამტვრიეს ინფრასტრუქტურა და ფიზიკურად გაუსწორდნენ მუშახელს - წმინდა მიწაზე ფეხი არ დადგათო,"- წერს ორაშვილი. 

ამასთან, ღონისძიების გვერდზე დარბევის ორგანიზატორთა პოსტების სქრინები ვრცელდება, სადაც ჩანს, თუ როგორ ემზადებოდნენ ტერიტორიის დასარბევად.

 

 

ეს პოსტი ზურა ბენიანიძის Facebook-გვერდზე აღარ იძებნება, თუმცა ჩანს 7 საათის წინ დაწერილი პოსტი, სადაც ის გამარჯვებას აღნიშნავს: 

"ვერავინ ვერასად ვეღარაფერს ჩაატარებს ვსიო მოეტ...პატრონი უკვე და მოჯდნენ თავის ადგილას ერთობის დგომით და ნახეს მთიულურმოხეური ძალაც და კიდე ბევრს ნახავენ, და ტრაკის თამაშს კიდე თავი გაანებეთ ჩემებო და სხვისებოც ჩემზე კარგად არავინ გიცნობთ ვინ რა ხართ" - წერს ბენიანიძე. 

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ყაზბეგში Mountain Set 28-29-30 ივნისსაა დაგეგმილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები