ლარის კურსი

ისტორიული ანტირეკორდი - დოლარი 2.83, ევრო კი 3.23 ლარი ღირს

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 25 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 3.88 თეთრით გაუფასურდა და ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი 2.8333 ლარი ეღირება.

ლარი გაუფასურდა ევროსთანაც. გაუფასურებამ 4.22 თეთრი შეადგინა და ოფიციალური კურსით, ერთი ევრო 3.2260 ლარი ღირს.

ლართან მიმართებით გამყარდა თურქული ლირა და ბრიტანული გირვანქაც.

ორთვიანი გაუფასურების შემდეგ, ლარს დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა, 14 ივნისის შემდეგ, ეროვნული ვალუტა კვლავ უფასურდება.

კომენტარები