ლარის კურსი

Galt & Taggart: წლის 1-ელ ნახევარში ლარის სისუსტე ეროვნულ ბანკთან იყო დაკავშირებული

ტაბულა

საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა ბოლო დროინდელი ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლარის ბოლოდროინდელი სისუსტის ძირითადი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები იყო.

"ლარის სისუსტე მნიშვნელოვანწილად დაკავშირებული იყო ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვასთან, სხვა ისეთ ფაქტორებთანებთან ერთად, როგორებიცაა რეზერვების საჭიროება, ნეგატიური მოლოდინები, ლირას გაუფასურება და ა.შ." - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წელს უკვე 11 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამში 155 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.

Galt & Taggart-ის ანგარიშში სამომავლო პროგნოზებზეცაა საუბარი:

"ველით, რომ დოლარის საშუალო კურსი 2019 წლის მეორე ნახევარში 2.7-2.75-ის გარშემო დარჩება და 2020 წლისთვის 2.6-მდე გამყარდება, რადგანაც ლარზე არ ველით დამატებით წნეხს რუსული სანქციებისგან, არამედ გაუკრკვევლობით გამოწვეულ მოკლევადიან რყევებს."

კომენტარები