ნიკა მელიას დაკავება

ბექა ოდიშარია: მელიას წინააღმდეგ ხმა მივეცი, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო არ აისახა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კრწანისის ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ ხმა მისცა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას, რაც ტექნიკური ხარვეზის გამო არ ასახულა.

"ხმა მივეცი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას, თუმცა არ აისახა" - ამბობს ოდიშარია.

დეპუტატის თქმით, მისი ხმა ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოსთხოვოს. 91 მომხრე, 0 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და სხდომას არ დაესწრო.  

ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას პროკურატურამ ბრალი 20 ივნისის აქციის საქმეზე წარუდგინა. მას აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან.

კომენტარები