ხანძრი

ესპანეთში 20 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

EPA

ესპანეთში 20 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. კატალონიაში 500-ზე მეტი მეხანძრე და ჯარისკაცი ტყის ხანძრის ლოკალიზებას ცდილობს, რომელმაც უკვე 5,500 ჰექტარი მოიცვა. მოხდა 53 ადამიანის ევაკუაცია. კვამლის და ცეცხლის გამო ასობით ცხვარი დაიხოცა. გზების ნაწილი დაკეტილია და მოსახლეობას მოუწოდებენ ამ არეას თავი მაქსიმალურად აარიდონ.

რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით მსგავსი მასშტაბის ხანძარი ბოლო 20 წლის მანძილზე არ ყოფილა და ცეცხლი შესაძლოა 20,000 ჰექტარამდე ფართობზეც გავრცელდეს. ცეცხლის ჩაქრობას რთული რელიეფი და არახელსაყრელი ამინდი ართულებს. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ვერტმფრენები და მძიმე ტექნიკა.

ესპანეთსა და საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ტემპერატურამ 44 გრადუსს მიაღწია. მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. ვარაუდობენ, რომ ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს.

კომენტარები