აშშ-რუსეთი

G20 სამიტზე ტრამპმა პუტინს ხუმრობით უთხრა: "გთხოვ, არ ჩაერიო არჩევნებში"

ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას მას ხუმრობით უთხრა აშშ-ის არჩევნებში არ ჩაერიოს.

პრესკონფერენციაზე ტრამპს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა:

"ეტყვით თუ არა პუტინს, რომ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩაერიოს?"

რაზეც ტრამპმი პუტინს მიუბრუნდა და სიცილით უთხრა "რა თქმა უნდა, არ ჩაერიო არჩევნებში, გთხოვ."

ეს ტრამპის და პუტინის პირველი შეხვედრაა რობერტ მალერის სპეციალური გამოძიების დარსულების შემდეგ, რომელაც დაადგინა, რომ რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდა, თუმცა გამოძიებამ რუსეთსა და ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიასთან კავშირის არსებობა ვერ დაადგინა.

პუტინთან შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა თქვა:

"დიდი პატივია პრეზიდენტ პუტინთან ყოფნა. ჩვენ ძალიან, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს."

მან არ დააკონკრეტა რა თემებს განიხილავენ ისინი შეხვედრისას: "რას ვეტყვი მას თქვენი საქმე არაა." უთხრა მან ჟურნალისტებს.

ხვალ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსაც შეხვდება.

კომენტარები