აქციები პარლამენტთან

სირცხვილია! 11.0 - გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გრძელდება [LIVE]

0 კომენტარი

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება. დღეს პროტესტის მე-11 დღეა. აქციის მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ეს აქციის ფინალური მოთხოვნაა, რომელიც ჯერ არ შესრულებულა - ორი მოთხოვნა, პროპორციული არჩევნები და მიტინგის დარბევისას დაკავებულთა გათავისუფლება, შესრულებულია.

პროტესტი საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გავრილოვის გამოჩენას მოჰყვა. 20 ივნისს ღამის 12 საათისთვის აქციის დარბევა რეზინის ტყვიებით, გაზითა და წყლის ჭავლით დაწყო. დაშავდა ასობით ადამიანი. 21 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა. 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. 
 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები