უკრაინა-საქართველო

საქართველოს უკრაინაში ახალი ელჩი ეყოლება

kvira.ge

უკრაინაში საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება, - ამის შესახებ ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება როტაციის არსებული პრინციპის საფუძველზე მოხდა. მათივე ცნობით, უკრაინაში საქართველოს მოქმედი ელჩი - გელა დუმბაძე, საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.

"როგორც მოგეხსენებათ დიპლომატიურ სამსახურში ელჩების დანიშვნა და გათავისიფლება ხორციელდება როტაციის პრინციპით. ასე მოხდა ბ-ნ გელა დუმბაძის შემთხვევაშიც, სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მისი რესურსის გამოყენება ცენტრალურ აპარატში - საგანაგებო დავალებათა ელჩის პოზიციაზე, და მას ჩაბარდება ის სფერო რომელშიც აქვს საქმიანობის დიდი გამოცდიელბა. ამის შესახებ ცნობილია თავად ბ-ნ გელასთვის, და ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა მასთან კონსულტაციის შედეგად როგორც პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი" - წერია საგარეო სამქეთა სამინისტროს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

ვინ დაიკავებს უკრაინაში საქართველოს ელჩის ადგილს, ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები