საქართველო-რუსეთი

კარასინი: სავიზო რეჟიმის გაუქმება განიხილებოდა, მაგრამ გადაიდო

kommersant.ru

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრეგორი კარასინმა თქვა, რომ რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავდა, თუმცა, 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. 

"სავიზო რეჟიმის გაუქმება განიხილებოდა და ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით, მაგრამ არ გამოვიდა, გადაიდო უკეთესი დროისთვის. 

ჩვენ ლიბერალური სავიზო რეჟიმი გვაქვს. ნებისმიერ რუსს შეუძლია, მოიწვიოს ნებისმიერი ქართველი, ვისაც საჭიროდ ჩათვლის. ამასთან, მზად ვიყავით, წინ წავსულიყავით და ვიზები გაგვეუქმებინა. არ ვფიქრობ, რომ ქ სავიზო რეჟიმის ფაქტორი რამე კავშირშია. ახალგაზრდები პროვოკატორების გავლენის ქვეშ მოექცნენ, რომლებმაც შიდაპოლიტიკური ბრძოლა ანტირუსულ რელსებზე გადაიყვანეს. ახლა, მე როგორც მგონია, თბილისში ყველაფერი გაიგე', - უთხრა კარასინმა ინტერფაქსს. 

21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა.

ბრძანება სახელწოდებით "ცალკეული ზომები რუსეთის ფედერაციის ნაციონალური უსაფრთხოების და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დანაშულებრივი და სხვა უკანონო ქმედებებისგან დაცვის შესახებ" კრემლის საიტზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ტუროპერატორებსა და ტურისტულ კომპანიებს ეძლევათ რეკომენდაცია აკრძალვის მოქმედების პერიოდში თავი შეიკავონ საქართველოში ტურების გაყიდვისგან.

პუტინმა ხელისუფლებას დაავალა მიიღონ ზომები საქართველოში დროებით მყოფილი რუსეთის მოქალაქეების და მათი ბარგის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისთვის.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამდე გავრცელდა პრემიერმინისტრ მედვედევის კომენტარი, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას არაპროფესიონალურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ანტირუსული განწყობების გაძლიერების შემთხვევაში მოსკოვი ტურისტებს საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებით გააფრთხილებს.

პუტინის ეს გადაწყვეტილება 20-21 ივნისის აქციებს მოჰყვა. 

კომენტარები