აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე

აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე სამხედრო აღლუმით აღნიშნეს [გალერეა]

0 კომენტარი

4 ივლისს აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელსაც ათობით ათასი ადამიანი დაესწრო. მათ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმართა:

"ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ამერიკელები ვართ და მომავალი ჩვენ გვეკუთვნის. მომავალი ეკუთვნის მამაცებს, ძლიერებს, ამაყებს და თავისუფლებს. ჩვენ ერთი ხალხი ვართ და ერთი ოცნება და ერთი დიდებული ბედისწერა გვაქვს... სანამ სწორ გზაზე ვდგავართ, სანამ გვახსოვს ჩვენი ისტორია, სანამ ვაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი მომავლისათვის, ვერ იარსებებს ვერაფერი, რასაც ამერიკა ვერ შეძლებს." თქვა მან.

სამხედრო აღლუმისას ვაშიგნტონს ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავებმა გადაუფრინეს, ხოლო ლინკოლნის მემორიალის წინ სამხედრო ტექნიკამ ჩაიარა. ტრამპმა აღლუმის ჩატარება მას შემდეგ მოითხოვა, რაც საფრანგეთში ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრო.

იდეის მოწინააღმდეგეებს სამხედრო აღლუმი ფულის ფლანგვად მიაჩნდათ. ტრამპის მოწინააღმდეგეთა ნაწილი ვაშინგტონში გუშინაც შეიკრიბა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები