ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში მძლავრმა ტორნადომ 4,300-მდე შენობა დააზიანა. დაიღუპა 6 ადამიანი, დაშავდა 190.
ტორნადომ წარმოქმნიდან 15 წუთის განმავლობაში მიმდებარე ტერიტორიას გადაუარა. განადგურდა 100 ჰექტარზე მეტი ნათესი.
ამჟამად 800 მაშველი სამძებრო სამუშაოებს აგრძელებს. ნანგრევებიდან და დაზიანებული შენობებიდან გამოიყვანეს 210 ადამიანი.
დაზარალებულთათვის დროებითი თავშესაფრები შეიქმნა.