Soft Eject

Soft Eject-ის კონცერტზე უფასო ავტობუსები ივლიან

0 კომენტარი
ფოტო: soft eject

თბილისის მერია ჯგუფ Soft Eject-ის კონცერტზე დასწრების მსურველებისთვის უფასო ავტობუსებს გამოყოფს.

მოქალაქეებს უფასო ავტობუსები 6 ივლისს 17:00 საათიდან 24:00 საათამდე მოემსახურებიან. ავტობუსები მეტროსადგურ "დელისიდან" ლისის ტბის მიმართულებით 20 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფი Soft Eject თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციების მხარდამჭერია.

ქართული ინდი როკ ბენდი, Soft Eject 1990 წელს შეიქმნა. 15-წლიანი პაუზის შემდეგ, ჯგუფმა 2017 წელს, Open Air-ზე იმღერა. წელს Soft Eject-ის კონცერტი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალ "ზაფხულის დღის სიზმარის" ფარგლებში გაიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები