კახა კალაძე

კალაძე გაბუნიას მიერ პუტინის გინებაზე: ამ პროვოკაციას მკაცრი რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ

თბილისის მერია

თბილისის მერი კახა კალაძე რუსთავი 2-ზე, გადაცემა პოსტსკრიპტუმის ეთერში წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმირ პუტინისათვის რუსულად გინებას გამოეხმაურა:

"ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია "პატრიოტიზმით" შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ. ამას მარტივი სახელი ქვია - საკუთარი ქვეყნის მტრობა.​​​ ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!" წერს კალაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

გადაცემა, რომელზეც კალაძე საუბრობს ეთერში დღეს გავიდა. ამის შემდეგ არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ასევე სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც თქვა, რომ გიორგი გაბუნიას საქციელს ემიჯნება.

კომენტარები