გიორგი გაბუნია

რუსეთის საგარეომ საქართველოს ხელისუფლებას პუტინის გინების დაგმობა მოუწონა

breakingnews.sy

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი გაბუნიას მიერ "პოსტსკრიპტუმის" პირდაპირი ეთერით ვლადიმერ პუტინის გინებას გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი გაბუნიას მონოლოგი ღია პროვოკაციაა. 

"რუსთავი 2-ის ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას განვიხილავთ, როგორც ქართული რადიკალური ძალების კიდევ ერთ ღია პროვოკაციას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების წინააღმდეგ. ეს ინციდენტი ცხადი მაგალითია იმისა, სადამდე მიდის უკონტროლო რუსოფობია."

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 20 ივნისისგან განსხვავებით საქართველოს ხელისფულებამ არ დაიწყო „რადიკალური ძალების“ გამართლება და საკუთარ თავში იპოვა ძალა, რომ გაემიჯნოს პროვოკაციას და დაგმოს ეს ქმედება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დადებითად და სამართლიანად აფასებს "რუსთავი 2“-თან გამართულ აქციას.

"ველით ადეკვატურ რეაქციებს პროფილური საერთაშორისო და ჟურნალისტური საზოგადოებებისგან. ასეთ გამოვლინებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს ცივილიზებულ ქვეყანაში,"-ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები