საქართველო-რუსეთი

"საქართველოს უბედურება" - ზახაროვა გაბუნიას განცხადებას აფასებს

მარია ზახაროვა
RT

რუსეთის სახელმწიფო მედიის TASS ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა რუსთავი 2-ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს "საქართველოს უბედურებაა".

ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას პუტინის გინების დაგმობა მოუწონა.

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ "პოსტსკიპტუმის" პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსულად აგინა. გიორგი გაბუნიას მონოლოგმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის წინ აქცია გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. მონაწილეთა ნაწილი ტელეწამყვანისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა, ნაწილს კი სურდა, რომ გიორგი გაბუნიას საქართველო სერგეი გავრილოვის მსგავსად დაეტოვებინა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მომხდარის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა. გიორგი გაბუნიას გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და ქართული ოცნების დეპუტატებმა.

კომენტარები