აქცია სირცხვილია

ტაბულას მძღოლი, რომლის მანქანაშიც ანტისაოკუპაციო აქციის აპარატურა ეწყო, პოლიციამ გაიტაცა

ტაბულა

ტაბულას მძღოლი, რომლის მანქანაშიც ანტისაოკუპაციო აქციის აპარატურა ეწყო, პოლიციამ გაიტაცა. 

8 ივლისს სამართალდამცველებმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს საშუალება არ მისცეს, პარლამენტის სცენასთან აპარატურა აეწყოთ, პარალელურად კი რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში პრორუსული ძალების აქცია იმართებოდა და თბილისის მთავარ გამზირზე ანტიდასავლური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები ისმოდა. 

აქციების "სირცხვილია" ორგანიზატორები რუსთაველზე შეკრებლ სწორედ ტაბულას კუთვნილ პიკაპზე მოწყობილი სახელდახელო სცენიდან მიმართავდნენ.

მანქანის საბარგულში ეწყო რამდენიმე ტელევიზიის, ასევე პარტია ევროპული საქართველოს კუთვნილი აპარატურაც. 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ტაბულას უთხრეს, რომ აპარატურის მანქანაში ქონა უკანონოა. 

შსს ამას უარყოფს და ამბობს, რომ ტაბულას მძღოლი რუსთაველის გამზირზე ავარია მოხდა, დაშავებულია მესამე პირი და სწორედ ამ საქმეზე ის გამოკითხვაზეა გადაყვანილი, თუმცა, უწყება არ გვეუბნება, პოლიციის რომელ სამმათველოში იმყოფება ჭეიშვილი. 

მისი დახმარების საშუალება არც ადვოკატს ეძლევა. 

უწყებისვე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუაცავიის წესიის დარღვეას გულისხმობს. (ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ)

ჭეიშვილი ჟურნალისტებსაც ემსახურება და მისი დაკავებით ტაბულას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი ეშლება.

კომენტარები