რუსული ოკუპაცია

პარლამენტთან პროპუტინურ აქციას დილამდე რუსული პრიმაკოვის ცენტრის უფროსი ხელმძღვანელობდა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

რუთაველის გამზირზე პროპუტინურ აქციას მთელი ღამის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პრომაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ძალადობრივი დაჯგუფებების სხვა ლიდერებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ღამე დატოვეს, თუმცა, დიმიტრი ლორთქიფანიძე დილამდე იყო შეკრებილებთან. 

ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი 2013 წლის 21 აგვისტოს “საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა” და “გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა” დააფუძნა. გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა.

გორჩაკოვის ფონდი რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის წესდების მიხედვითაც, ფონდის მიზანია სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დახმარება საერთაშორისო ურთიერთობებში, მასობრივი ინფორმაციებისა და ინფორმაციული რესურსების საშუალებების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ რუსეთის ინტელექტუალური, კულტურული, სამეცნიერო და საქმიანი პოტენციალის წინ წაწევა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა სამამულო, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

"პრიმაკოვის ცენტრი" აფინანსებს რუსული ენის უფასო კურსებს საქართველოში, ასევე, სპორტულ, კულტურულ და სხვა სახისღონისძიებებს. თუმცა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც წერს, რომ 2018 წელს დიმიტრი ლორთქიფანიძის პოლიტიკიდან წასვლა და “ქართული მარშის” ლიდერად გამოჩენა საეჭვოდ ემთხვევა პრიმაკოვის ფონდში მის დირექტორად დანიშვნას და აძლიერებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნეონაცისტური ძალების გააქტიურება სწორედ რუსულ ინტერესებში შედის.

20 ივნისის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან ყოველდღე იკრიბებიან და შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ, თუმცა, 8 ივლისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პრორუსულმა, ძალადობრივმა დაჯგუფებებმა დილიდან დაიკავეს და განაცხადეს, რომ მოქალაქეებს ანტისაოკუპაციო აქციების ჩატარების საშუალებას აღარ მისცემდნენ.

კრემლისგან მართული ძალების მობილიზების მიუხედავად, პროტესტის მე-19 დღეს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მაინც დაიგეგმა. აქტივისტები პუშკინის სკვერთან შეიკრიბნენ და ამის შემდეგ წავიდნენ რუსთაველის გამზირისკენ. პოლიციამ მათ უთხრა, რომ "მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე", პარლამენტთან აქციას ვერ ჩაატარებდნენ. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას დილამდე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან ითხოვენ, პარლამენტთან ძალადობრივი დაჯგუფებები იყვნენ მობილიზებული. დილით პოლიციამ კორდონი დაშალა და "სირცხვილიას" მონაწილეებმა პარლამენტთან მოსვლა მოახერხეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები