საქართველო-რუსეთი

რუსეთის დუმა მინისტრთა კაბინეტს საქართველოსთან სანქციების მიღებას ურჩევს

Reuters

რუსეთის სახელმწიფო დუმამ 9 ივნისს განიხილა წინადადება, რომელიც საქართველოში "ანტირუსული პროვოკაციების" გამო რიგი სანქციების მიღებას ითვალისწინებს. ქვედა პალატა მინისტრთა კაბინეტს მოუწოდებს, პრეზიდენტ პუტინს შესაბამისი წინადადებით მიმართოს.

"არამეგობრულ ქცევებთან დაკავშირებით, სახელმწიფო დუმა გასცემს რეკომენდაციას, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან მიმართებაში სპეციალური ეკონომიკური ზომები მიიღოს. ზომები, რომელიც გათვალისწინებულია ფედერალური კანონით- "სპეციალური ეკონომიკური და იძულებითი ზომები" და გაუკეთოს რუსეთის პრეზიდენტს შესაბამისი შეთავაზება,"-ნათქვამია განცხადებაში. 

დუმის წარმომადგენლებმა "საქართველოში მიმდინარე უწყვეტი ანტი-რუსული პროვოკაციები" გააკრიტიკეს და ბოლოდროინდელ მოვლენებს "საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე რადიკალური ძალების ღია თავდასხმა" უწოდეს.

"წინადადებას რუსეთის მთავრობა რაც შეიძლება სწრაფად განიხილავს. გავივლით დაფიქრებულ და საზრიან დისკუსიას ბიზნეს-ექსპერტებთან, მინისტრებსა და სპეციალურ დეპარტამენტებთან. წინადადება ეკონომიკურ ზომებთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გაეგზავნება,"-განაცხადა დუმაში მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე სინენკომ.   

მმართველმა პარტიამ "ედინაია რასიამ“ საქართველოდან რუსეთში ღვინისა და წყლის ექსპორტის, ასევე ფულადი გზავნილების აკრძალვის საკითხი დააყენა. ვიცესპიკერ სერგეი ნევეროვის განმარტებით, ზომების მიღება საქართველოში მიმდინარე "არამეგობრული ქმედებების" გამო გახდა საჭირო.

კომენტარები