ნაბეღლავი

ნაბეღლავის დამფუძნებელი: 2006 წლის ემბარგოს შემდეგ წარმატებით შევძელით დივერსიფიკაცია

0 კომენტარი

ნაბეღლავის მფლობელი კომპანიის, წყალი მარგებელის დამფუძნებელი ავთანდილ სვიმონიშვილი ტაბულასთან ამბობს, რომ 2006 წლის ემბარგოს შემდეგ ფირმამ წარმატებით შეძლო დივერსიფიკაცია უცხო ბაზრებზე და ამჟამად რუსეთზე ნაკლებადაა დამოკიდებული.

"პირველი ემბარგო რომ იყო 2006 წელს, მერე ჩვენ შევეცადეთ დივერსიფიკაციას ჩვენი ექსპორტების, ჩვენმა პარტნიორებმა გვირჩიეს, რომ როგორც ინვესტირებაში, ასევე გაყიდვებშიც მოგვეხდინა დივერსიფიკაცია.

რუსეთი ჩვენი დომინანტი არ არის ექსპორტებში, დაახლოებით 7%-დან 10%-მდე." - ამბობს სვიმონიშვილი.

მისი თქმით, 2006 წლის ემბარგოს გადატანა მარტივი არ აღმოჩნდა, თუმცა ნაბეღლავმა შემდგომში ახალი ბაზრები აითვისა და კომპანია, რომელიც ამჟამად 33 ქვეყანაში ახდენს ექსპორტს, რომელიმე ერთ ბაზარზე დამოკიდებული აღარაა.

"2006 წლის ემბარგო რთულად გადავიტანეთ, რა თქმა უნდა, სხვებთან ერთად, მაგრამ იმისი ძალები მაინც გვქონდა, რომ სწრაფად მოგვეხდინა მერე დივერსიფიკაცია და ძირითადად, დსთ-ს ბაზრებზე გავსულიყავით.

წინა წლების გამოცდილებიდან შევეცადეთ, რომ ნაკლები დამოკიდებულება გვქონდეს ნებისმიერ ქვეყანაზე. მარტო რუსეთი კი არ არის, თურქეთში აირია სიტუაცია, ლირა ძალიან თამაშობს ხოლმე. ამისთვის უნდა იყო მზად, რომ თუ ნებისმიერ ქვეყანაში რაღაცა მოხდა, დამოკიდებული არ იყო ერთ ქვეყანაზე და ეს ჩვენ მოვახერხეთ."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები