სირცხვილია - აქცია პარლამენტის წინ

#რომარაპუტინი მე ცოცხალი ვიქნებოდი - სტენდი აქციაზე "სირცხვილია"

0 კომენტარი

დღეს, პროტესტის 21-ე დღეს რუსთაველის გამზირზე ოკუპაციასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა იმართება.

აქციაზე ერთერთ სტენდს "#რომარაპუტინი, მე ცოცხალი ვიქნებოდი" ეწოდება, სადაც გიორგი ანწუხელიძის, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორია და ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ომში თუ სხვა ვითარებაში მოკლული ქართველების ფოტოებია გამოფენილი. 

21-ე დღეა, რაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მოქალაქეები იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ამით პასუხისმგებლობა აიღოს 20 ივნისს გამართული ანტისაოკუპაციო აქციის ძალადობრივად დაშლაზე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები