აქცია სირცხვილია

აქციაზე სცენის მიღმა შეჭრა 2-მა კაცმა სცადა, პოლიციამ მოძალადეები გააპარა

0 კომენტარი
ფოტო: რუსკა მჭედლიძე

რუსთაველზე, პარლამენტის წინ, აქცია "სირცხვილიას" სცენის მიღმა სივრცეში შეჭრა ორმა ადამიანმა სცადა. 

აქციების ორგანიზატორის, ნოდარ რუხაძის თქმით, ისინი პროვოკატორები იყვნენ, რომლებიც "ყვიროდნენ, იგინებოდნენ, შემდეგ კი აპარატურის მენეჯერებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადეს". 

პოლიციამ თავდამსხმელები გააპარა. 

ვინ არიან ეს ადამიანები, ამ ეტაპზე უცნობია, ტაბულა მათი ვინაობის დადგენას ცდილობს. 

შსს-ში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე პოლიცია ვითარებაში ერკვევა, გამოკითხვა და სხვა სახის ღონისძიებები ჯერ არ დაწყებულა. 

პარლამენტთან დღეს უკვე 23-ე დღეა, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები