საგარეო გახარიას პასუხობს: პირველად მესმის, რომ 20 ივნისს ვინმემ ელჩები პარლამენტში მიიყვანა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, რომ 20 ივნისის ღამეს, პარლამენტის შენობაში ელჩები იმყოფებოდნენ. 

როგორც უწყების წარმომადგენელი მედიასთან ამბობს, პირველად ესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა.

"ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. პირველად მესმის, რომ ვინმემ მობილიზაცია გაუკეთა ელჩებს და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ასეთ რამეს ჩვენი უწყების ეგიდით ვერ დაგიდასტურებთ", - აღნიშნავს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

​შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ, 11 ივლისს, ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად იმყოფებოდა და მათთან ერთად ხედავდა "ზოგიერთი პოლიტიკოსი, როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს".

კომენტარები