HBO "დიდი პატარა ტყუილების" მესამე სეზონს აღარ გადაიღებს. ამის შესაბებ რეჟისორი "დეილი მეილს" ესაუბრა. კეისი ბლოისის განმარტებით, მიზეზი მსახიობთა მოუცლელობაა.
"რეალობა ის არის, რომ სერიალში ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული ჰოლივუდის მსახიობები მონაწილეობენ. შოუ გაგრძელდება, თუ ყველა მათგანი ჩემთან მოვა და მეტყვის, რომ დრო გამონახეს, მაგრამ ეს არარეალური და ნაკლებად სავარაუდოა,"-თქვა რეჟისორმა.
"დიდი პატარა ტყუილების" რეჟისორის თქმით, მაყურებელი სერიალის დასასრულით კმაყოფილი იქნება. მეორე სეზონის ბოლო სერია მომავალ კვირას გამოვა.