რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: სტრასბურგის გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია

ტაბულა

რუსთავი 2-ის საქმეთან დაკავშირებით არხის გენერალურმა დირექტორმა განცხადება გააკეთა. მან სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას შოკისმომგვრელი და ასბოლუტურად წამოუდგენლი უწოდა.

"ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია, მეც იურისტი ვარ და ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით უფლება მაქვს აზრი დავაფიქსირო, გადაწყვეტილება აბსოლუტურად წამოუდგენელია. მოთხოვნების არდაკმაყოფილებასთან ერთად, სასამართლომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა გასაჩივრების უფლებები. მე ვერანაირად ვერ შევიტან ეჭვს მიკერძოებულობაში და ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, უნდა მივაწეროთ აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას, ამ გადაწყვეტილებას სრულად არ ვეთახნმები, თუმცა გასაჩივრების შესაძლებლობა ერთ შემთხევაში გვაქვს და ეს შემთხვევაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. დასაშვებად ცნობა მოსამართლე ურთმელიძისა და მზია თოდუას, ასევე სააპელაციო სასამართლოს ერთი მოსამართლის, რომლის გვარიც არ მახსოვს, ბოდიში და ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ”,- თქვა გვარამიამ ბრიფინგზე.

გვარამია, სავარაუდოდ, საქმის მოსამართლე დე გაეტანოს მიერ დაფიქსირებულ განხვავებულ პოზიციას გულისხმობს, რომელც წერს, რომ ის "არ ეთანხმება კოლეგებს და მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის საქმეში დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნაწილში". 

გვარამია, სავარაუდოდ, საქმის მოსამართლე დე გაეტანოს მიერ დაფიქსირებულ განხვავებულ პოზიციას გულისხმობს, რომელც წერს, რომ ის "არ ეთანხმება კოლეგებს და მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის საქმეში დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნაწილში". 

ნიკა გვარამია ასევე ეხმაურება თეა წულუკიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან სტრასბურგმა დროებითი ღონისძიება გააუქმა, გადაწყვეტილების აღსრულება დღესვე შესაძლებელია და რ2 უკვე ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. გვარამია ამბობს, რომ ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. "მივმართავ იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, მისი ინტერპრეტაცია ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, რომ ქიბარ ხალვაშს შეუძლია მივიდეს სადღაც და სახელმწიფო დაურეგისტრირებს, იმიტომ რომ ეს ასეა, არასწორი ინტერპრეტაციაა სამართლებრივად და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუ არა დანაშაულებრივი მითვისება მედიისა, რომელიც, მიუხედავად სტრასბურგის სასამართლოს უმძიმესი გადაწყვეტილებისა, ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, რომ ეს გადაწყვეტილება მთლიანად შეცვალოს. იმ შემთხვევაში, თუ დიდი პალატა მიიღებს ამ ერთ საკითხზე გასაჩივრების შანსს, მიიღებს ამას წარმოებაში და დაადგენს, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე, თამაზ ურთმელიძე იყო მიკერძოებული, საქმე სრულად ინგრევა. ამ შემთხვევაშ თუ დარეგისტრირებული იქნება უკვე ქიბარ ხალვაში და თან უკანონონდ, საქმის შეტრიალება იქნება შეუძლებელი. ამიტომ ახლა ქიბარ ხალვაშის კანონსაწინააღმდეგო დარეგისტრირება იქნება საქართველოს კონსტიტუციის და ევროპული კონვენციის დარღვევა და თანამდებობრივი დანაშაული".

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

ასევე, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, სტრასბურგმა შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 

  • სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, არ დაეშვა აპლიკანტებისსაჩივარი რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ
  • ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დატოვონ ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი;
  • 6 ხმით ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თბილისის საქალაქო სასამართლოში;
  • ერთხმად გადაწყვიტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში არ დარღვეულა მე-6 მუხლი
  • 6 ხმით ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ თბილისის უზენაეს სასამართლოში დარღვეულა მე-6 მუხლი არ დარღვეულა. 

რუსთავი 2 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მთავრობას სამი მუხლის დარღვევაზე ედავებოდა: 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვის თავისუფლება და საკუთრების უფლება. 

სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს იმას, თუ რამდენად ნეიტრალური და ობიექტური იყო მხარეთა თანასწორობა საქართველოს სასამართლოებში, რამდენად დასაბუთებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული რუსთავი 2-ის მიერ. 

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში იგულისხმება ის, რომ საქართველოში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოებში მიმდინარე დავა მიზნად ისახავდა მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, მისი საქმიანობის შეფერხებას. 

საკუთრების უფლება გულისხმობს იმას, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელ მესაკუთრეებს უკანონოდ წაართვეს ტელეკომპანია. ამასთან, რუსთავი 2-ს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღმა იდგა მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტერესი. 

2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას, პანორამას მიაკუთვნა. 

რუსთავი 2-თან დაკავშირებით დროებითი ზომის გამოყენებაზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტო იყო. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მას არასდროს გამოუყენებია სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს იყო განსაკუთრებული ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

კომენტარები