ავარია თურქეთში

თურქეთში ავარიის შედეგად 15 მიგრანტი გარდაიცვალა

Cyprus Mail

ხუთშაბათს, 18 ივლისს სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მიკროავტობუსი ავარიის შედეგად 15 არალეგალი მიგრანტი გარდაიცვა და 20-ზე მეტი დაშავდა.

ვანის პროვინციაში არალეგალი მიგრანტებით სავსე მიკროავტობუსი თხრილში გადავარდა.

მიკროავტობუსის დანიშნულების ადგილი და მიგრანტთა ეროვნება ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის. ვანის პროვინციის გუბერნატორმა, მეჰმეტ ემინ ბილემზმა განაცხადა, რომ მიგრანტები, სავარაუდოდ, ავღანეთიდან, პაკისტანიდან და ბანგლადეშიდან არიან.

ბოლო წლების განმავლობაში თურქეთში მილიონზე მეტი მიგრანტი და ლტოლვილი გადასახლდა.

მათი რიცხვი 2016 წლიდან შედარებით შემცირდა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირი თურქეთს 3 მილიარდი ევროთი დაეხმარა და თურქებისთვის ვიზის შეზღუდვები შედარებით გაამარტივა. ამის შედეგად, თურქეთის ხელისუფლების მიერ ევროპიდან მომავალი მიგრანტების მიერ ქვეყნის საზღვრების გადაკვეთა უფრო მეტად კონტროლდება.

კომენტარები