IRI-ის კვლევა

IRI-ის კვლევა: მოსახლეობის ყველაზე დიდი, 35% ამბობს, რომ მთავრობის მთავარი მიღწევა "არაფერია"

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რა არის მოქმედი ხელისუფლების მთავარი მიღწევა, ყველაზე დიდი, 35% პასუხობს, რომ "არაფერი", 26% კითხვას არ პასუხობს. ჯანდაცვას ასახელებს მთავარ მიღწევად 15%, ვიზალიბერალიზაციას 4%, სიტყვის თავისუფლებას 4%, ინფრასტრუქტურა 3%. გზები, განათლება, დემოკრატია - 2%, ადამიანის უფლებების დაცვა, პენსია, განულებული სესხები 1%.

კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის (GALLUP) მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის დაკვეთით. საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM). მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში, პირისპირ ინტერვიუების საშუალებით შეგროვდა. წარმომადგენლობითი შერჩევის მეთოდზე დაყრდნობით, გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე 1500 მოქალაქე. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/-2.5 პროცენტია. დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

 

კომენტარები