NASA

NASA 2024 წელს მთვარეზე ორი ადამიანის გაშვებას აპირებს - რა არის პროექტი არტემისი?

18 ივლისს NASA-მ მთვარის აქამდე ჩვენთვის უცნობი ფოტო გამოაქვეყნა.

NASA-ს აქვს გეგმები, რომ 2024 წელს ორი ასტრონავტი დააბრუნოს მთვარეზე, მათ შორის ერთ-ერთი ქალი იქნება. ასტონავტების მთვარეზე გაშვება პროექტს არტემისის ფაგლებში მოხდება. გუშინ NASA-მ წარმოადგინა მთვარის აქამდე ჩვენთვის უცნობი ფოტოები არქივიდან, რათა რეკლამა გაეკეთებინათ მომავალი მისიისთვის.

პროექტის ფარგლებში ასტრონავტები შეისწავლიან მთვარის სამხრეთ პოლუსს, სადაც არცერთი ადამიანი არ არის ნამყოფი. Nasa-ს წარმომადგენლების თქმით, არტემისის შედეგებით, ისინი შეძლებენ შექმნან მდგრადი და გრძელვადიანი გზა  2028 წელს ადამიანების მთვარეზე არსებობისთვის. 

პირველად მთვარეზე იყო ნილ არმსტრონგი 1969 წლის 20 ივლისს, NASA-ს პროექტ Apollo-ს ფარგლებში.

კომენტარები