ტელევიზიები

2018 წელს კერძო ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი შემცირდა, საზმაუსი გაიზარდა

stlucianewsonline.com

საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს მიერ სატელევიზიო ბაზარზე ჩატარებული კვლევის თანახმად, 2018 წელს წინა წელთან შედარებით კერძო ტელევიზიების შემოსავალი 16.4 მილიონი ლარით შემცირდა, რაც 16.8%-იან კლებას ნიშნავს.

შემცირდა კერძო ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალიც - 2017-თან შედარებით 2018 წელს რეკლამებიდან მათ 2.2 მილიონი ლარით, ანუ 2.2%-ით ნაკლები მიიღეს. შემცირდა როგორც რუსთავი 2-ის, ისევე იმედის სარეკლამო შემოსავლები.

კერძო ტელევიზიებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავლები 2 მილიონი ლარით გაიზარდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საზმაუს სარეკლამო შემოსავლების ზრდას 2018 წლის ზაფხულში გამართულ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს აწერს.

კვლევაში აგრეთვე ნათქვამია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას, პოლიტიკურ რეკლამებში დაახლოებით რვა მილიონი ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ ქართულმა ოცნებამ ფასიანი რეკლამების უმეტესობა იმედზე განათავსა, ნაციონალურმა მოძრაობამ კი რუსთავი 2-ზე.

ტელევიზიებთან ერთად, 2018 წელს რადიოების შემოსავლებიც შემცირდა. მთლიანი შემოსავლები 9.7%-ით ნაკლები იყო, ხოლო სარეკლამო 1%-ით.

კომენტარები