რივალდოს ვიზიტი თბილისში

ლეგენდარული ბრაზილიელი ნახევარმცველი რივალდო თბილისშია (ფოტოები)

0 კომენტარი

კვირას, საღამოს საათებში, საქართველოში ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი რივალდო ჩამოფრინდა. ის "აჭარაბეთის" მოწვევით ჩამოვიდა და ახალ ფილმში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც "არენა" ერქმევა.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვესტუმრე. საქართველო ძალიან მიყვარს და სიამოვნებით დავთანხმდი შეთავაზებას. ფილმში გადაღება საინტერესო გამოცდილებაა და ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მასში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია“, - უთხრა რივალდომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს.

რივალდომ "ინსტაგრამის" გვერდზე საქართველოში გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები