ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი: ხეოფსის პირამიდაც მე ავაშენე, სფინქსს ცხვირი მე მოვატეხე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი, ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ Facebook-ზე მასზე შექმნილ ხუმრობებს გამოეხმაურა.

სოციალურ ქსელში სასაცილო გამოხმაურებები ირაკლი ოქრუაშვილის ნათქვამს მოყვა, რომ ვარდების რევოლუცია მან დააფინანსა.

“ხეოფსის პირამიდაც მე ავაშენე, სფინქსს ცხვირი მე მოვატეხე, ნაპოლეონის მეჯვარეც მე ვიყავი, ჯეფ ბეზოსს ცოლი მე წავართვი, ბიძინას პოკერში პინგვინი მოვუგე და ნიცშეს წაკითხვა მე ვურჩიე. დანარჩენებს მერე გეტყვით”, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

კომენტარები