რუსეთის პოლიტიკა

მოსკოვში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს

Reuters

მოსკოვის პოლიციამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ ნავალნიმ instagram-ის პირად გვერდზე გაავრცელა. ოპოზიციონერი საცხოვრებელ სახლთან მაშინ დააკავეს, როდესაც ნავალნი დილის გარბენისთვის ემზადებოდა.

ნავალნის ინფორმაციით, იგი ომონის წევრებმა მეუღლის დაბადების დღეზე დააკვეს. რაც შეეხება დაპატიმრების მიზეზს, ნავალნის ადვოკატის ოლგა მიხაილოვას ინფორმაციით, ნავალნი მიტინგის ორგანიზების წესების, განმეორებითი დარღვევისთვის დააკავეს. ადვოკატისთვის ჯერჯერობით უცნობია დაკავების და ბრალის წარდგენის დეტალები.

20 ივლისს მოსკოვში გამართული ხალხმრავალი მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი სწორედ, ნავალნი იყო. ამავე მიტინგზე, ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ თუ კი ხელისუფლება არ შეასრულებდა მომიტინგეების მოთხოვნებს და არ დაარეგისტრირებდა ოპოზიციონერ კანდიდატებს ქალაქის საკრებულოს არჩევნებზე, 27 ივნისს მიტინგი მოსკოვის მერიასთან გაიმართებოდა.

ბოლოს ნავალნი 12 ივნისს დააკავეს, მაშინ ოპოზიციონერმა 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, მსვლელობის ორგანიზებისთვის მიუსაჯეს. 

კომენტარები