საზოგადოებრივი ტრანსპორტი

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა შესაძლოა ერთ ლარამდე გაძვირდეს

0 კომენტარი
ყვითელი ავტობუსები ფოტო: Newspost.ge

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მუშაობს პოლიტიკის დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში ცვლილებები შევა.

კვლევას ფრანგული კომპანია სისტრა აწარმოებს, რომლის წარმომადგენელმა, ასმათ აბესაძემ ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ სხვა ცვლილებებთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთჯერადი მგზავრობის ფასის გაზრდაზე. კერძოდ, შესაძლებელია, ფასი ერთ ლარამდე გაიზარდოს.

"მგზავრის გადაყვანა არის საკმაოდ ძვირი სიამოვნება, ეს არ ღირს 50 თეთრი, გაცილებით ძვირია. მაგრამ თბილისის მერიის მხრიდან სუბსიდირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ყველაფრის გათვალისწინებით მერიას არ შეუძლია დააწესოს ის ტარიფი, რომელიც მას მგზავრის მომსახურება რეალურად უჯდება. თუკი მგზავრობა ეღირება მაგალითად, ერთი ლარი, ამაში შევა მეტროც, მიკროავტობუსიც და ავტობუსიც. ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მერიასა და მიკროავტობუსების კომპანიას შორის," - ამბობს აბესაძე.

მისი თქმით, ერთჯერადი ტარიფის გადახდის შემდეგ საათნახევრის განმავლობაში მგზავრი შეძლებს, გადაჯდომებისას უფასოდ იმგზავროს. ამას გარდა, იგეგმება, რომ გაბილეთიანების საერთო სისტემაში მოექცეს მიკროავტობუსებიც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები