ვასაძის დაფინანსება

კანდელაკი: მთავრობის მიერ ლევან ვასაძის დაფინანსება აღმაშფოთებელია

0 კომენტარი

"მთავრობის მიერ ლევან ვასაძის დაფინანსება აღმაშფოთებელია," - ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი "თავისუფლების მონიტორის" გამოძიებას ეხმაურება, რომლის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფომ პრო-რუსული, ძალადოვრივი ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერის, ლევან ვასაძის ბიზნესი 600,000 ლარით დააფინანსა.

"მოგეხსენებათ რომ ქვეყნის ბიუჯეტი შედგება მათ შორის ღარიბი მოქალაქეების და წვრილი მეწარმეების მიერ გადახდილი გადასახადებისგან. მოვითხოვთ მთავრობამ განმარტოს რატომ აფინანსებს ღარიბი მოქალაქეებისგან აკრეფილი გადასახადებით მდიდრებს - მოგეხსენებათ რომ ბატონი ვასაძე მულტიმილიონერია, ფლობს უზარმაზარ აქტივებსა და ქონებას. ამავე დროს, საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი რომ ბატონი ვასაძე რუსეთის გავლენის დეკლარირებული აგენტია და ცდილობს ოკუპანტი სახელმწიფოსთვის ხელსაყრელი დღის წესრიგის აქტუალიზაციას და ღიად გამოდის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგ. იგი ასევე ღიად გამოდის ძალადობის, მათ შორის პოლიციაზე ძალადობის მოწოდებებით. ასეთ სიტუაციაში, მისი ბიზნესის და შესაბამისად, ანტიდასავლური აქტივობის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ღიად პრორუსულ ძალებთან მჭიდრო კონტაქტსა და კოორდინაციას,“ - ამბობს გიორგი კანდელაკი.

"თავისუფლების მონიტორის" ინფორმაციით, რომელიც სტუდია მონიტორისა და რადიო თავისუფლების ერთობლივი პროექტია, ლევან ვასაძის კომპანია სს ბაგრატიონი 1882-მა სახელწმიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ს ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტის სახით 600 ათასი ლარი მიიღო.

"კანონის ფარგლებში როდესაც სახელმწიფო აანონსებს ბიზნესის წახალისების, გენაცალე, ნებისმიერ პროგრამას, ჩვენ მასში სიხარულით ვმონაწილეობთ. მე ძალიან მიხარია და ეგეთი პროგრამები ბევრად მეტი უნდა იყოს" - უთხრა თავად ვასაძემ სტუდია მონიტორს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები