უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

"შეიძლება გადასხმა" - მოსამართლეობის კანდიდატი რელიგიური საფუძვლით სამედიცინო ჩარევაზე

0 კომენტარი
ფოტო: კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე ამრთლმსაჯულებისთვის

23 ივლისს, უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ განმწესების მსურველთა გასაუბრებაზე კანდიდატ გიორგი თევდორაშვილს საბჭოს წევრმა, ირმა გელაშვილმა რელიგიური საფუძვლით სამედიცინო ჩარევაზე ჰკითხა. 

საბჭოს წევრი ირმა გელაშვილი:

"მაგალითად, იეჰოვას მოწმეები აცხადებენ უარს სისხლის გადასხმაზე და კონკრეტული მომსახურების გაწევისას წინასწარ თქვა პაციენტმა უარი, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სიცოცხლისთვის იქნება საშიში, გაცნობიერებულად ამბობს უარს, რომ სისხლი გადაუსხან და გარდაიცვლება პაციენტი. რა მოტივით უნდა გადაუსხან სისხლი პაციენტის უარის მიუხედავად? დაირღვევა თუ არა რაიმე უფლება და პირიქით, რომ არ გადაუსხან სისხლი და გარდაიცვალოს პაციენტი, ამ შემთხვევაშიც უნდა დადგეს თუ არა სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობა?"

მოსამართლეობის კანდიდატი გიორგი თევდორაშვილი:

"კონსტიტუციის განახლებულ მეორე თავში არის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების ახალი რედაქცია, როდესაც სხვათა ჯანმრთელობის შემთხვევაში შეიძლება ეს უფლება შეიზღუდოს. ეს გვაძლევს უფლებას, რომ თუკი ადამიანი რწმენისა და აღმსარებლობის გამო ამბობს უარს გარკვეულ სამედიცინო მანიპულაციებზე და ეს სხვათა ან თავის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, შეიძლება ეს სამედიცინო მანიპულაცია მაინც ჩაატარონ და გადაუსხან სისხლი"

რელიგიის თავისუფლების პრინციპების, ასევე პაციენტის შესახებ კანონის მიხედვით, ადამიანისთვის მისი ნების საწინააღმდეგო სამედიცინო მანიპულაციის გაკეთება დაუშვებელია, თუნდაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს. გამონაკლისია არასრულწლოვანი და ადამიანი, რომელსაც თანხმობის გაცემა არ შეუძლია.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს.

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრათლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ.

ნეპოტიზმის, გარიგებებისა და კლანურობის გამო ჯანეზაშვილი და დოლიძე კონკურსის შეწყვეტას და მის ხელახლა გამოცხადებასაც ითხოვდნენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები