facebook

აშშ-ს მთავრობამ Facebook $5 მილიარდით დააჯარიმა

0 კომენტარი
ფოტო: wordpress.com

აშშ-ს ფედერალურმა რეგულატორებმა ოთხშაბათს, 24 ივლისს პირადი მონაცემების არასათანადოდ დაცვისთვის Facebook 5 მილიარდი აშშ დოლარით დააჯარიმეს.

კომპანიისთვის, რომლის შემოსავალმა შარშან 56 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ეს ისტორიაში ყველაზე დიდი ჯარიმაა.

"მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით მომხმარებლისთვის არაერთხელ გამეორებული დაპირებების მიუხედავად, რომ ადამიანები შეძლებდნენ თავად გაეკონტროლებინათ როგორი იქნებოდა წვდომა მათ პირად მონაცემებზე, Facebook-მა მომხმარებლების არჩევანი სათანადოდ არ მიიღო სათვალავში" - ასე ხსნის აშშ-ს ფედერალური ვაჭრობის კომისია თავის გადაწყვეტილებას.

მორიგების მიხედვით, კომპანიის აღმასრუბელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს პირადად მოუწევს პირადი მონაცემების ნორმებთან შესაბამისობის კონტროლზე აყვანა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები