ფრენები რუსეთიდან

კანდელაკი: რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება მცდარი ნაბიჯი და არასწორი პოლიტიკური სიგნალია

0 კომენტარი

"რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება მცდარი ნაბიჯი და არასწორი პოლიტიკური სიგნალია," - ამის შესახებ განცხადება დღეს ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა.
ევროპული საქართველო ეხმაურება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 600,000 ევრო (დღევანდელი კურსით მილიონ 900 ათასი ლარის) რუსეთიდან ფრენების სუბსიდირებისთვის დაიხარჯება. კანდელაკის თქმით, რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება მაშინ როცა მთავრობა ჯერ კიდევ აჭიანურებს „რაინეართან“ კონტრაქტის ხელმოწერას ასევე სრულიად არასწორი პოლიტიკური სიგნალია.

„ჩვენი აზრით, ასეთი ხარჯის გაღება - მითუმეტეს რომ მგზავრთა რაოდენობაზე გადაანგარიშებით, მგზავრზე 90 ევრო გამოდის - არის ძალიან მცდარი. მთავრობისვე ოფიციალური სტატისტიკით, ერთი ბრიტანელი ან გერმანელი ვიზიტორი ხარჯავს სამჯერ უფრო მეტს ვიდრე ერთი რუსი ვიზიტორი. ამის გათვალისწინებით, ევროპული საქართველო იმეორებს მოწოდებას გააფორმოს კონტრაქტი წამყვან დაბალბიუჯეტიან კომპანია „რაინეართან“ რომელსაც რუსეთიდან ფრენების აკრძალვით გამოწვეული დანაკლისის კომპენსირება და დანაკლისზე ბევრად მაღალი შემოსავლის უზრუნველყოფა თავისუფლად ძალუძს,“ განაცხადა ევროპული საქართველოდან პარლამენტის წევრმა და ქუთაისის აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჰაბად გარდაქმნის კონცეფციის ავტორმა გიორგი კანდელაკმა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, „რაინეარს,“ რომელსაც ფრენები ჯერ კიდევ 2013 წელს უნდა დაეწყო, შეუძლია ჩვენს ქვეყანაში პირობითად მილიონი „გერმანელის“ ჩამოყვანა რაც ჩვენი ეკონომიკისთვის გარღვევა იქნებოდა. მასთან კონტრაქტის ხელმოწერის კიდევ უფრო გაჭიანურება სრულიად გაუგებარია. ამავე დროს, საზოგადოებას შევახსენებთ რომ ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოების სამუშაოებს ერთწლიანი ჩამორჩენა აქვს რის გამოც „ვიზეარი“ ახალ საკუთარი სურვილის მიხედვით ვერ ამატებს," - ამბობს კანდელაკი. 

საქართველოს მთავრობის 24 ივლისის დადგენილებით, საქართველოდან ერევნის გავლით რუსეთის მიმართულებით და პირიქით განხორციელებული ფრენების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 600 000 ევრომდე გამოიყოფა.

პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების სტიმულირების ფარგლებში, სახელმწიფო გააფორმებს ხელშეკრულებას ავიაკომპანიასთან, რომელიც ფრენებს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან განახორციელებს. ასეთ მიმართულებებად ითვლება რუსეთი-ერევანი-თბილისი-რუსეთისა და რუსეთი-ერევანი-ბათუმი-რუსეთის რეისები.

ხელშეკრულების ფარგლებში, თითო მგზავრზე დღგ-ს გარეშე დაიხარჯება არაუმეტეს 90 ევროსი, ხოლო ჯამში, მაქსიმუმ 600 ათასი ევრო იქნება გამოყოფილი. კონტრაქტორმა კომპანიამ წლის განმავლობაში კვირაში ორი ფრენა უნდა უზრუნველყოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები