შოთა უტიაშვილი

"ტროლების რაზმი მომისიეს" - რამდენიმე ათეული ადამიანი უტიაშვილის სახლთან აქციას მართავს

რამდენიმე ათეული ადამიანი შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის სახლთან აქციას მართავს. ისინი ითხოვენ, შოთა უტიაშვილმა ბოდიში მოიხადოს Facebook-ზე გუშინ დაწერილი სტატუსის გამო, რომელიც აგვისტოს ომს და რუსეთს ეხება. 

შოთა უტიაშვილი მის სახლთან მიმდინარე აქციას "ტროლების შესევად" აფასებს. 

"ჩემი პოსტი შეიძლება მოგეწონოს, შეიძლება - არა, დაეთანხმო, ან არ დაეთანხმო, მაგრამ რასაც ახლა მთავრობა აკეთებს, არაფერში არ ჯდება. სახლთან მომისია ტროლების რაზმი, რომელიც იქ ცირკს აწყობს.
შსს - მოაშორეთ აქედან ესენი, სულ ნუ გადავრდებით მარაზმში" - წერს ის.

შოთა უტიაშვილის ცოლი, რუსთავი 2-ის წამყვანი ეკა კვესიტაძე კი, მის სახლთან მიმდინარე აქციას ხელისუფლების პირდაპირ ზეწოლად აფასებს.

"იმას, რაც ჩემს სახლთან ხდება, საერთოდ არაფერი აქვს საერთო შოთას სტატუსთან, ამას აქვს საერთო ჩემს რუსთავი 2-ში დარჩენასთან - თუ ვინმე ამ ხელისუფლებაში ფიქრობს, რომ ასე გამტეხავს ძალიან ცდება" - წერს კვესიტაძე Facebook-ში და რეაგირებას სთხოვს არასამთავრობოებს და სახალხო დამცველს. ასევე, აპირებს, საქმის კურსში ჩააყენოს საელჩოები.

კომენტარები