Adjaranet

Myvideo-ს მფლობელმა კომპანიამ adjaranet იყიდა

ცნობილი გახდა, რომ adjaranet.com შეიძინა სარეკლამო კომპანია Digital Ads-მა, რომელიც ფლობს ისეთ პორტალებს, როგორებიცაა myvideo.ge, amindi.ge და ფილმებისა და სერიალების კიდევ ერთი მსხვილი პორტალი imovies.ge.

როგორც Digital Ads-ის განცხადებაშია ნათქვამი, imovies.cc და adjaranet.com "ერთობლივი ძალებით, გრანდიოზულ სიახლეებს შესთავაზებს კინო მოყვარულებს."

Digital Ads-ის მფლობელობაში გადავა პორტალი cinemania-ც.

იქამდე მედიაში ვრცელდებოდა ხმები, რომ adjaranet-ის შეძენას შალვა რამიშვილის POSTV აპირებდა. ეს ინფორმაცია Myvideo-ში უარყვეს და გვითხრეს, რომ მათ POSTV-სთან მხოლოდ წარსული თანამშრომლობა აკავშირებდათ, როცა პორტალზე POSTV-ს პროდუქცია განთავსდა და არხს თავად Myvideo-ც აფინანსებდა.

 

კომენტარები