ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნი ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

AP

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ "მედუზა" წერს. 

მედიის ცნობით, ნავალნი თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

მანამდე, 112-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსს ძლიერი ალერგია აქვს. მოგვიანებით, ეს დიაგნოზი დადასტურდა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რომელიც 24 ივლისს დააკავეს, 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ნავალნის კვლავ მიტინგის ჩატარების წესების დარღვევაში ადანაშაულებენ.

კომენტარები