გურბანგული ბერდიმუჰამედოვი

თურქმენეთის პრეზიდენტის გარდაცვალებაზე ჭორების გავრცელების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალებაზე ჭორების გავრცელებისთვის 3 ადამიანი დააკავეს. 

თურქმენული მედიის ცნობით, სამი ეჭვმიტანილი ლებაპსკის ვილაიეთში დააკავეს. მათ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის გამომწვევი ჭორების გავრცელება ედებათ ბრალად. 

მათივე ცნობით, გამოძიებას თურქმენეთის კულტურის სამინისტრო აწარმოებდა. ქვეყნის ცნობილმა სახეებმა ვიდეორგოლები ჩაწერეს, სადაც ხალხს მოუწოდებდნენ არ დაეჯერებინათ სამშობლოს მოღალატეებისთვის, რომლებიც ქვეყნისთვის საზიანო ჭორებს ავრცელებდნენ. 

გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ ცნობა 20 ივლისს გავრცელდა. 21 ივლისს რუსეთში თურქმენეთის საელჩომ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. ბერდიმუჰამედოვი კამერებთან 25 ივლისს გამოჩნდა. 

კომენტარები