ინდოეთი

ინდოეთში სიტყვიერი განქორწინება აიკრძალა

0 კომენტარი
ფოტო: AFP

ინდოეთის პარლამენტმა სიტყვიერი განქორწინების მუსლიმური პრაქტიკა, როდესაც კაცს ცოლთან დაშორება მხოლოდ სიტყვა "ტალაკ"-ის (დაშორება) სამჯერ თქმით შეუძლია, აკრძალა. აკრძალვა შეეხება როგორც სიტყვიერ, ასევე მსგავსი მეთოდით ელექტრონული ფოსტის ან მოკლეტექსტური გზავნილის მეშვეობით განქორწინებას.

კანონის დამრღვევ მამაკაცს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ პრაქტიკა არაკონსტიტუციურად ორი წლის წინ გამოაცხადა.

პარლამენტის ზედა პალატის მიერ დამტკიცების შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

ინდოეთის მუსლიმური ჯგუფების ნაწილში მიაჩნიათ, რომ მთავრობა მსგავს გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს და რელიგიურ საკითხებში არ უნდა ერეოდეს. მათი თქმით პრაქტიკის აკრძალვა თემის ლიდერების გადასაწყვეტია.

პრაქტიკა უკვე აკრძალულია თურქეთში, კვიპროსში, ტუნისში, ალჟირში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მალაიზიაში, იორდანიაში, ირანში, ინდონეზიაში, ერაყში, ეგვიპტეში, ბრუნეიში, ლიბიაში, ლიბანში, სუდანში, საუდის არაბეთში, მაროკოში, ქუვეითში.

პაკისტანსა და ბანგლადეშში კაცმა, რომელსაც განქორწინება სურს ამის შესახებ საბჭოს უნდა მისწეროს და წერილის ასლი ცოლს გადაუგზავნოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები