კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ - საათობრივი პარკირება ამოქმედდა

თბილისის მერია

კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დღეიდან ამოქმედდა.

მერიის ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები ზონალური პარკირების არეალში იმუშავებენ და მძღოლებს კონსულტაციას გაუწევენ როგორც საპარკინგესივრცეებში, ისე, სწრაფი გადახდის აპარატებთან.

გარდა ამისა, გადახდა შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციითაც, რომელიც ნებისმიერი ტიპის სმარტფონზეა მორგებული.

საპარკინგე ზონა დაყოფილია A B და C კატეგორიებად, ამ ეტაპზე კი კოტე აფხაზის ქუჩაზე მხოლოდ A კატეგორიის პარკინგია განთავსებული, სადაც მანქანის პარკირება პირველი 15 წუთი ყველასთვის უფასოა ხოლო შემდეგი ერთი საათის ღირებულება შეადგენს ერთ ლარს.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად, სხვა ქუჩებსა და რაიონებზეც გავრცელდება.

კომენტარები