ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მიერ გამოტანილი $40 მილიონიდან $32.8 მილიონი გაიყიდა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც სავალუტო აუქციონზე გამოტანილი 40 მილიონი აშშ დოლარიდან 32 800 000 დოლარი გაიყიდა.

"2019 წლის 1 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 32 800 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9283 შეადგინა." - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნულმა ბანკმა 31 ივლისს დააანონსა, რომ მომდევნო დღეს აპირებდა, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაეტანა. გადაწყვეტილების მიზეზი, როგორც ეროვნულ ბანკში განმარტეს, გახდა იმის მოლოდინი, რომ ლარის გაუფასურება შეიძლებოდა ფასების სტაბილურობაზე ასახულიყო.

ბოლო მონაცემებით, ლარი ისტორიულ მინიმუმზეა. ერთი დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.9718 ლარს შეადგენდა.

უკვე ერთ თვეზე მეტია, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 25 თეთრით გაუფასურდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები