სამტრედია

სამტრედიაში ქალსა და მის უცხოელ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

0 კომენტარი
ფოტო: შსს

სამტრედიაში ადგილობრივ მცხოვრებ ქალსა და მის უცხოელ მეუღლეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც ცნობილია, კონფლიქტში სასულიერო პირიც იყო ჩართული.

მომხდარი ძალადოის შესახებ ადგილობრივი იმედა გოგავას საკუთარ სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს;

"სამტრედიაში, დღეს წარმოუდგენელი რამ მოხდა. კერძოდ, ქალაქის მთავარ მაგისტრალზე ქართველი "ვაჟკაცები" დაუნდობლად გაუსწორდნენ ჩემ მეგობარ ახალგაზრდა გოგოს და მის უცხოელ მეუღლეს, რომლებსაც მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა (რომელიც გაჟღენთლი იყო დისკრიმინაციული და ჰომოფობიური გამოხტომებით). საგანგაშოა ისიც, რომ ამ ისტორიაში ფიგურირებს მღვდელიც. ამ დროისთვის უკვე აძრულია სისხლის სამართლის საქმე. ვიმედოვნებ, რომ გამოძიება ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარდება, პარალელურად ვაპირებთ საქმის მასალების მედიისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემას..." - წერს გოგავა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მათივე ცნობით, ფაქტზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები