ტურიზმის სექტორი

მთავრობა ფინანსურად დაეხმარება მცირე და საშუალო სასტუმროებს

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობა აპირებს, მცირე და საშუალო სასტუმროებს დაუფინანსოს პროცენტები და აამოქმედოს საკრედიტო-საგარანტიო სქემა ტურიზმის სექტორისათვის.

"დღეს ყველაზე მოწვყლადი არის ტურიზმის სექტორი, აქედან გამომდინარე, დახმარება პირველ რიგში სჭირდება მცირე და საშუალო სასტუმროებს. გავაკეთეთ პროგრამა, რომელიც სექტემბერში ამოქმედდება და გულისხმობს იმას, რომ მოვახდინოთ პროცენტის თანადაფინანსება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის," - თქვა პრემიერმა.

ბახტაძის თქმით, მთავრობა გარანტად დაუდგება ტურიზმის სფეროს მეწარმეებს:

"ძალიან ბევრ მოქალაქეს ჰქონდა სურვილი გაეფართოვებინა ან დაეწყო ტურიზმის სფეროში ბიზნესი. მათ ჰქონდათ მოლაპარაკებები ბანკებთან, ინვესტორებთან და ა.შ, დღეს არის რისკი, რომ ინვესტიციები ამ სექტორში შეჩერდეს, ეს არის დაუშვებელი. მეორე რაც ჩვენ გავაკეთეთ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ეს არის საკრედიტო საგარანტიო სისტემა, სახელმწიფო გვერდით დაუდგება გარანტად ასეთ მეწარმეებს, რომ არ შეჩერდეს არცერთი პროექტი."

საკრედიტო-საგარანტიო სქემა მცირე სასტუმროების მეპატრონეებისთვის ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ივნისის ბოლოს, რუსული სანქციების გამოცხადების შემდეგ დააანონსა.

კომენტარები