შეიარაღებული თავდასხმა

ტექსასში, ელ-პასოში Wallmart-ის მაღაზიაში შეიარაღებულ თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა

Time

აშშ-ში, ტექსასის შტატის ქალაქ, ელ-პასოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, მომხდარი სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 24 მოქალაქე. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა განაცხადა.

პოლიციელების ინფორმაციით, სროლა Wallmart-ის ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა, რომელიც Cielo Vista Mall-ის მახლობლად მდებარეობს. შემთხვევის ადგილი მექსიკის სახელმწიფო საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრითააა დაშორებული.

შტატის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია სავარაუდო ეჭვმიტანილი, 21 წლის წლის თეთრკანიანი მამაკაცი. პოლიცია დაკავებულის ვინაობას არ ასაჯაროვებს. ამერიკულ მედიაში, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული, აშშ-ს მოქალაქე, პატრიკ კრუსიუსია.


ფოტო: Los Angeles Times

ელ-პასოს პოლიციის უფროსის, გრეგ ალენმა განაცხადა, რომ გამოძიება სიძულვის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულად განიხილება.

პირველი ცნობები თავდასხმის შესახებ, ტექსასის დროით დილის ათი საათისთვის გავრცელდა, სოციალურ ქსელებში, ასევე, ვრცელდებოდა ვიდეო კადრებიც შემთხვევის ადგილიდან. მაღაზიის სათვალთვალო ვიდეო კამერების მიერ გადაღებულ კადრებზე აღბეჭდილია, თუ როგორ შედის შეიარაღებული თავდამსხმელი შენობაში.

ელ-პასოს პოლიციის სერჟანტის, ენრიკო კარილოს ინფორმაციით, თავდამსხმელი უკვე გაუნებელყოფილია და ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს.

შემთხვევას გამოეხმაურა შტატის გუბერნატორი, გრეგ ებოტი მან მომხდარს, ძალადობის ამაზრზენი გამოვლინება უწოდა.

კომენტარი გააკეთა ელ-პასოს მერმაც, დი მარგომაც, " ჩვენ ვერ წარმოგვედგინა, რომ მსაგვსი ტრაგედია შესაძლო ჩვენს ქალაქში მომხდარიყო, შეძრული ვარ მომხდარით".

კომენტარები