თურქმენეთის პრეზიდენტი

ახალ ვიდეოში თურქმენეთის პრეზიდენტი "ჯოჯოხეთის კარიბჭეს" მანქანით გარს უვლის [VIDEO]

თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ჭორების შემდეგ პრეზიდენტის მონაწილეობით ახალი ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ის "ჯოჯოხეთის კარიბჭეს" მანქანით გარს უვლის. 

4 აგვისტოს სახელმწიფო ტელევიზიამ გააშუქა დეტალური სიუჟეტი, თუ როგორ გაატარა თურქმენეთის პრეზიდენტმა მისი არდადეგები. დასვენება სხვადასხვა აქტივობას მოიცავდა - ვარჯიში, ცხენზე ჯირითი, სტუდიაში მუსიკის შექმნა და სხვ. 

აღსანიშნავია, რომ ცეცხლმოკიდებული ორმო, რასაც პრეზიდენტი ბერდიმუჰამედოვი მანქანით გარს უვლის, ქარაკუმის უდაბნოში დერვაზას ბუნებრივი აირის კრატერია. ადგილობრივებმა მას ჯოჯოხეთის კარიბჭე უწოდეს.

საბჭოთა კავშირის დროს, სავარაუდოდ, 1971 წელს ბუნებრივი აირის საბადოს კოლაფსის შედეგად კრატერი წარმოიქმნა. ბუნებრივი აირი აქ დღემდე იწვის.

თურქმენეთს ცეცხლმოკიდებული ორმოს ტურისტულ სანახაობად გადაკეთება სურს. 

თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვი "ჯოჯოხეთის კარიბჭის" ირგვლივ

გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ვიდეოს ვრცელი, 36 წუთიანი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ

გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ ცნობა 20 ივლისს გავრცელდა. 21 ივლისს რუსეთში თურქმენეთის საელჩომ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. ბერდიმუჰამედოვი კამერებთან 25 ივლისს გამოჩნდა.

პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალებაზე ჭორების გავრცელებისთვის 3 ადამიანი დააკავეს. 

კომენტარები